ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. მსახიობი აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა. შეხვედრაზე ანქვაბმა აღნიშნა, რომ აფხაზეტში ფრანგულ კინოსა და მის ვარსკვლავებს კარგად იცნობენ. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ჟერარ დეპარდიემ აღნიშნა, რომ მან იცის აფხაზეთის ომის შესახებ და პირველად აფხაზეთის შესახებ გაიგო მაშინ როდესაც სანქტ-პეტერბურგში სერგეი ბაღაფში გაიცნო.
„აფხაზეთი ეს პატარა დიდებული ქვეყანაა", _ განაცხადა დეპარდიემ.
აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა დეპარდიეს მონეტები აჩუქა, რომლებზეც აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე უძველესი ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლებია გამოსახული.
შეხვედრის შემდეგ დეპარდიემ სოხუმის სანაპიროზე გაისეირნა და მოქალაქეებს გაესაუბრა.
„მე ბედნიერი ვარ, რომ მე მსოფლიოს მოქალაქე ვარ",_ განაცხადა დეპარდიემ.