ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა აფრიკული ტურნეს ფარგლებში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ჩავიდა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტთან ჯეიკობ ზუმოისთან გამართავს შეხვედრას. ამის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს.
ბარაკ ობამას თქმით, ამ ვიზიტით იგი უდიდეს პატივისცემას გამოხატავს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ყოფილი ლიდერის ნელსონ მანდელას მიმართ, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში მკვეთრად გაუარესდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტი არ აპირებს მივიდეს ჰოსპიტალში, სადაც როგორც თავად აღნიშნავს, ექიმები უდიდესი ადამიანის სიცოცხლისთვის იბრძვიან.
„მე არ მჭირდება მორიგი ფოტოსესია. მე აქ ჩამოვედი, რომ გავხატო უდიდესი პატივისცემა. ჩემი მთავარი მიზანია, ჩემი სიტყვები მის ოჯახამდე მივიტანო. მთელი მსოფლიო მადლიერია მისი საქმის გამო. მისი ლიდერობა ამდენი წლის განმავლობაში იყო საჩუქარი მთელი დედამიწისთვის. სრულიად შეერთებული შტატები ვლოცულობთ ამ ისტორიული ადამიანისთვის, მისი ოჯახისა და მთლიანად მისი ქვეყნისთვის", - განაცხადა ბარაკ ობამამ.
აღნიშნული ვიზიტი აფრიკაში ბარაკ ობამასთვის მეორეა მას შემდეგ, რაც 2008 წელს იგი პრეზიდენტად აირჩიეს. ერთკვირიანი ტურნეს ფარგლებში ამერიკის ლიდერი უკვე ეწვია სენეგალსა და ტანზანიას.