პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ისრაელში ვიზიტის ფარგლებში  საქართველოდან ემიგრირებულ ებრაელებს შეხვდა, რომელიც  თელ-ავივში, სასტუმრო "ჰილტონში" გაიმართა. 
შეხვედრა, რომელსაც ქართული დელეგაცია სრული შემადგენლობით დაესწრო, თბილ და მეგობრულ გარემოში წარიმართა.
სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით ისაუბრა ქართულ-ებრაული მეგობრობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებზე და აღნიშნა, რომ გამოთქმა "ქართველი ებრაელი" სწორედ ამ მეგობრობის დასტურია.
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები