ყირიმში სამართალდამცავების მიერ ჩატარებული ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციის შედეგად ოთხი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს. ორი მათგანი ამჟამადაც დაპატიმრებულია, ორი კი უკვე გაძევებულია უკრაინის ფარგლებს გარეთ.
თავდაპირველად სიმფეროპოლის შესასვლელში 49 წლის თამაზ ბარკალაია, ზედმეტსახელად „კოტომა" დააკავეს. ამის შემდეგ 42 წლის პაატა ჩხარტიშვილი ზედმეტსახელად „პრინცი". ავტომობილ „Infiniti FX-35 " დათვალიერებისას, რომლითაც „კანონიერი ქურდები გადაადგილდებოდნენ 100 გრამი კოკაინი, რამდენიმე ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, დანა და ბეისბოლის ბიტა ჰქონდათ.
რამდენიმე საათის შემდეგ , ოპერმუშაკებმა 48 წლის ჩირო შონია და 56 წლის ვლადიმერ ჯიბლაძე ზედმეტსახელად „მამულო" დააკავეს.
ჩირო და მამულო უკრაინის ტერიტორიიდან გააძევეს და მათ ქვეყანაში შესვლა სამი წლის ვადით აუკრძალეს.
რუსული მედია ასევე წერს, რომ იმის გამო, რომ ოთხივე დაკავებული მერაბ ჯანგველაძის კლანის წარმომადგენლები არიან, არსებობს ვარაუდი იმისა, რომ ქართველებმა უკრაინაში ახალი ექსპანსიის განხორციელება გადაწყვიტეს დედ ჰასანის კლანის წევრთა შევიწროვების მიზნით, რომლებიც იქ დომინირებენ.