მოსკოვის საერთაშორისო აერპორტში მოსკოვი-რომის რეისის შესრულების შემდეგ ავიაკომპანია "FLY" -ს თვითმფრინავში საქართველოს 22 წლის მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს.
საგამოძიებო სამსახურების ინფორმაციით, გარდაცვლილი საქართველოს 22 წლის მოქალაქე გიორგი აბულაძეა. ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ გარდაცვლილი ქართველის გვამი თვითმფრინავის ტექნიკურ ნაწილში დიდი ხნის განმავლობაში ესვენა და თვითმფინავმა გარდაცვლილ ქართველთან ერთად შვიდი რეისის შეასრულა.
წინასწარი ინფორმაციით, ირკვევა, რომ საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ბილეთი არ ჰქონდა თვითმფრინავის საბარგო განყოფილებაში შეიპარა და მოსკოვიდან იტალიაში გაფრენას აპირებდა. გარდაცვლილმა ვერ გათვალა, რომ საბარგო განყოფიელბაში ყინვა 10 ათასი მეტრის სიმაღლეზე -50 გრადუსს აღწევს, მას მხოლოდ მაისური და მოკლე შარვალი ეცვა. საქართველოს მოქალაქის ცხედარი სამართალდამცველებმა მოსკოვის საერთაშორისო აერპორტში დღეს დილით აღმოაჩინეს.