მზრუნველობამოკლებული მოზარდები კახი კალაძის გამოსამშვიდობებელ მატჩს დაესწრებიან
ახლად დაფუძნებულმა მენეჯმენტ კომპანია ,,სიბიეს ჯგუფმა'' მზრუნველობა მოკლებულ მოზარდებს საჩუქარი გაუკეთა. ,,სიბიეს ჯგუფის'' ინიციატივით მცირე საოჯახო ტიპის სახლების აღსაზრდელებს კახი კალაძის გამოსამშვიდობებელი მატჩის ბილეთები გადაეცათ.
ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოსა და საქვემოქმედო ფონდის ,,საქართველოს კარიტასის'' ხელშეწყობით ,,სიბიეს ჯგუფმა'' კახი კალაძის გამოსამშვიდობებელ მაჩტზე ის მოზარდები დაპატიჟა, რომლებიც ფეხბურთის აქტიური გულშემატკივრები არიან.
დღეს ,,სიბიეს ჯგუფისა'' და ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს მატჩზე დასასწრები ბილეთები, მაისურები, ბურთები და ტორტი გადასცეს. როგორც მცირე საოჯახო ტიპის სახლების აღსაზრდელები ამბობენ, მათთვის მოულოდნელი იყო მსგავსი საჩუქარი, ისინი დიდი სიხარულით დაესწრებიან კახი კალაძის გამოსამშვიდობებლ მატჩს, ,,ჩვენ გვიხარია, რომ მსოფლიო დონის ფეხბურთის ვარსკვლავებს ჩვენი თვალით ვიხილავთ''.
,,სი ბი ეს ჯგუფი'' 2013 წლის 25 მარტს დაარსდა. ,,სიბიეს ჯგუფი'' მენეჯმენტს უწევს შემდეგ კომპანიებს: კავკასუს ონლაინი, თბილისის მიკროავტობუსი, რკინიგზის ტელეკომი, GMS ჯგუფი, რესტორნების ქსელი და ლუდსახარში ,,მირზაანი'', სასტუმრო ,,ინტურისტ პალასი'',,,Black Sea Product''
,,სიბიეს ჯგუფის'' პრიორიტეტებია:
• უნიკალური, სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების გზით ბაზარზე დავიმკვიდროთ კონკურენტული უპირატესობა;
• ვმართოთ ბიზნეს შესაძლებლობები და მობილიზაცია გავუწიოთ ჯგუფში შემავალ კომპანიებს;
• ხელი შევუწყოთ პრესონალის ზრდას;
• ვიყოთ სოციალური პასუხისმგებლობის მატარებელნი.
მასალის გამოყენების პირობები