სადაზღვევო კომპანია ,,ალფა" სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამიდან გადის. აღნიშნულის შესახებ მთავრობა დღევანდელ სხდომაზე მსჯელობს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან განაცხადა ,,ალფა"_მ სახელმწიფო პროგრამიდან გასვლის სურვილი თავად გამოთქვა.
,,ალაფა"-მ პროექტიდან გასვლის სურვილი თავად გამოთქვა. შესაბამისად შედგა შეთანხმება, ყველა დეტალი გაანალიზდა და პროცესი დაიწყო", -განაცხადა სერგეენკომ.
დავით სერგეენკო ამ დროისთვის არ აკონკრეტებს სხვა კომპანიებმა გამოთქვეს თუ არა სურვილი სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამიდან გასვლის.
სერგეენკოს განმარტებით თუ ყველა კომპანია პროგრამიდან გავა, მაშინ ამ პროექტს თავად სახელმწიფო უზრუნველყოფს.