მთავრობა საქართველოს თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცებაზე მსჯელობს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა სტრატეგიის ძირითადი ნაწილების დამტკიცება დღევანდელ სხდომაზე მოხდება.
,,ძირითადი კონცეფცია არის თაბმაქოზე მიღწევადობის შემცირება და ეს ძირითადად მოწყვლადი ჯგუფია ანუ ახალგაზრდები. რაც შეეხება სტრატეგიას ის ბევრი მუხლისგან შედგება და მოიცავს როგორც ფინანსურს ასევე ეკონომიკურ საკითხებს", -განაცხადა სერგეენკომ.
მისივე თქმით, სტრატეგია ითვალისწინებას იმას, რომ თამბაქო სკოლებთან ახლოს არ უნად გაიყიდოს და მწეველმა არ უნდა შეუქმნას საფრთხე არამწეველს.