დღეს, 30 მაისს 11 საათიდან 16 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება: გელოვანის და რობაქიძის გამზირების, დიღმის მასივის I, II კვარტლების მაცხოვრებლებს. 10-დან 16 საათამდე ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება: იაშვილის, ლერმონტოვის და ჭონქაძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10 საათიდან 17 საათამდე სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს. 11 საათიდან 17 საათამდე ვაკის რაიონის ნაწილს: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის II კვარტლის და ძოწენიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ხვალ, 31 მაისს, 10 საათიდან 16 საათამდე ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება: ჭანტურიას, ვირსალაძის, ბროსეს და ჯამბულის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10 საათიდან 18 საათამდე საბურთალოს რაიონის ნაწილს. შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის მაცხოვრებლებს. 10 საათიდან 16 საათამდე ჩუღურეთში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება მარჯანიშვილის და უზნაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.