30 მაისს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიტორიაში ამერიკელი რეჟისორის მაიკლ პერლმანის დოკუმენტური ფილმის „თავისუფალი ჩინეთი: რწმენის გაბედულება" (2011 წელი) ჩვენება გაიმართება. ფილმს მიღებული აქვს ექვსი საერთაშორისო პრიზი.
მაიკლ პერლმანი ცნობილია როგორც თამამი რეჟისორი, მას შემდეგ რაც 2008 წელს გადაიღო ფილმი „ტიბეტი: შიშის მიღმა", რომელმაც დიდი რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებაში.
ფილმი „თავისუფალი ჩინეთი: რწმენის გაბედულება" ნაჩვენები იყო ევროპარლამენტში, აშშ კონგრესში, შვეციაში, ისრაელსა და ტაივანში.
ღონისძიების ორგანიზატორია საერთაშორისო ტელეკომპანია NTD და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.