თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. თელასის ინფორმაციით, 29 მაისს 11 საათიდან 16 საათამდე მთაწმინდის და კრწანისის რაიონების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: კოჯრის გზატკეცილის, ჩიტაძის, ბოტანიკის და სამღებროს ქუჩების მაცხოვრებლებს. ასევე ბარნოვის, ყაზბეგის, თარხნიშვილის და მელიქიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11 საათიდან 16 საათამდე დიდუბის რაიონის ნაწილს. შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის და სტანისლავსკის ქუჩის მაცხოვრებლებს. 10 საათიდან 17 საათამდე ისნის რაიონის ნაწილს. შეზღუდვა შეეხება : ვაზისუბნის დასახლების და ვარკეთილის მასივის V მიკრორაიონის მაცხოვრებლებს
30 მაისს 11 საათიდან 16 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება: გელოვანის და რობაქიძის გამზირების, დიღმის მასივის I, II კვარტლების მაცხოვრებლებს. 10-დან 16 საათამდე ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება: იაშვილის, ლერმონტოვის და ჭონქაძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10 საათიდან 17 საათამდე სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს. 11 საათიდან 17 საათამდე ვაკის რაიონის ნაწილს: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის II კვარტლის და ძოწენიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
31 მაისს, 10 საათიდან 16 საათამდე ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება: ჭანტურიას, ვირსალაძის, ბროსეს და ჯამბულის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10 საათიდან 18 საათამდე საბურთალოს რაიონის ნაწილს. შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის მაცხოვრებლებს. 10 საათიდან 16 საათამდე ჩუღურეთში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება მარჯანიშვილის და უზნაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.