შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო 
ღონისძიებების შედეგად, გამოავლინეს და სამსახურებრივი გულგრილობისა და 
თაღლითობის ფაქტზე ბრალი წაუყენეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს: 1963 
წელს დაბადებულ ელდარ გ-ს, 1959 წელს დაბადებულ დალი კ-სა და 1981 წელს 
დაბადებულ ფირანი რ-ს. გამოძიებამ დაადგინა, რომ თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დამთვლელი კომისიის  თავმჯდომარემ  და სამუშაო ჯგუფის  ერთმა  წევრმა არაჯეროვნად შეასრულა მათზე დაკისრებული მოვალეობა: ელდარ გ-მ და დალი კ-მ, გადამოწმების გარეშე ხელი მოაწერეს ჯგუფის მეორე  წევრის - ფირანი რ-ს მიერ მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ 2012 წლის 17 დეკემბერს  თაღლითურად 
შედგენილ აქტს.ელდარ გ-ს და დალი კ-ს მიმართ გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის 
ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 
1-ლი ნაწილით), ხოლო ფირანი რ-ს მიმართ გამოძიება თაღლითობის ფაქტზე 
მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით).