"სასურველი პასპორტი ერთი კვირის წინ მივიღე, ახალი გვარით "ტყებუჩავა-პუტინი" თან, 2013 წლის 7 მაისს - ინაუგურაციის წლისთავზე", _ აცხადებს რუსეთში მცხოვრები ქართველი ლევან ტყებუჩავა, რომელსაც ახლა ახალი გვარი აქვს "ტყებუჩავა-პუტინი". რუსული მედიის ინფორმაციით, ლევან ტყებუჩავა-პუტინი უკვე დიდი ხანია მოხიბლულია რუსეთის პრეზიდენტით და მისი გადაწყვეტილება სწორედ ამასთან არის კავშირში.
გვარის შეცვლის შემდეგ ლევან ტყებუჩავა -პუტინმა მოსკოვში ცხოვრების ჩაწერის უფლების განაცხადი გააკეთა. რუსული მედიის ინფორმაციით, ამჟამად ლევან ტყებუჩავა -პუტინი თავის ახალ ხელმოწერაზე ვარჯიშობს.
"მოსკოვში ლევანი 10 წლის წინ ჩავიდა. მანამდე იყო სამხედრო კონფლიქტი აფხაზეთში, დევნილობა საქართველოში, ოპოზიციური ბრძოლა შევარდნაძესთან და სააკაშვილის მოკავშირეებთან ჩხუბი. იქ იგი საქართველოს გაერთიანებისათვის იბრძოდა - აქ კი "ედიანაია როსიაში" გაწევრიანდა", _ იუწყება რუსული მედია და აღნიშნავს, რომ იმას, რომ აფხაზების წინააღმდეგ იბრძოდა, ტყებუჩავა -პუტინი ახალგაზრდობის შეცდომად მიიჩნევს.