ხვალ, 27 მაისს, 13 საათზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინ, გორგასლის ქ. # 16, სავაჭრო სახლი "საბას" ხანძრის შედეგად დაზარალებული სუბიექტები აქციას გამართავენ. აქციის მონაწილეები ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ.
როგორც ცნობილია, სავაჭრი სახლი "საბას" ხანძრის შედეგად 127 შპს-მ მუშაობა შეაჩერა სავაჭრო ფართების უქონლობის გამო. აღსანიშნავია, რომ ყველა მათი თანამშრომელი უმუშევარი დარჩა.
აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ქეთევან ბახტაძემ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ აქციაზე მთავარი მოთხოვნა იქნება მათთვის ზარალის ანაზღაურება და საბანკო კრედიტებზე პროცენტის გადანაწილება გონივრულ ვადაზე.
ზარალის დადგენამდე, მერიის სარეზერვო ფონდიდან თითოეულ დაზარალებულზე გამოყოფილი იქნა თანხა 2000 ლარი ოდენობით. ამჟამად ზარალი დათვლილია კომისიის მიერ და შეადგენს 200 000 ლარს.
"გთხოვთ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოგვიყოთ თანხა დახმარების სახით, როგორც გაკეთდა ქ. თბილისი მერიის მიერ. ნუ წაგვართმევთ ბოლო იმედს და ნუ გვაფიქრებინებთ, რომ სახელმწიფოსთვის ჩვენ, დაზარალებულ სუბიექტებს, არავითარი ღირებულება არ გაგვაჩნია" - ნაწყვეტი მიმართვიდან, რაც გაჟღერდება ხვალინდელ აქციაზე.