ილია მეორემ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა. როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ქართული დიასპორების წარმომადგენლებთან შეხვედრისას ბრძანა თუ ადამიანს შრომა უყვარს, ის საქართველოში ცხოვრებას შეძლებს.
,,ხშირად ამბობენ, გვინდა დაბრუნება, მაგრამ აქ რა გავაკეთოთ, ეს არ არის სწორი, ჩინელები, ინდოელები და სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ხომ ჩამოდიან აქ, ისინი რას აკეთებენ", - ბრძანა უწმინდესმა და იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლება გაითვალისწინებს იმ შეცდომებს, რომელიც ქართულ დიასპორასთან მიმართებით არსებობდა.