შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 28-29 მაისს ბრიუსელს ეწვევა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თამარ ბერუჩაშვილმა ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი საშინაო საკითხებში ევროკომისარს სესილია მალსტრომმსა და ევროკომისარს გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულეს შეხვდება.
,,28-29 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრება. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდება სესილია მალმსტრომს და გ და შტეფან ფულეს", _განაცხადა ბერუჩაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ევროპელმა პარტნიორებმა პირველწყაროდან მიიღონ ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
ბერუჩაშვილის განმარტებით, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში იგეგმება ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა, სადაც შს მინისტრი იმ რეფორმებზე ისაუბრებს რომელიც სამართლის სფეროში ტარდება.