სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა მტკვარში 36 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ცხედრის ძებნა მაშველებმა დღეს დილიდან განაახლეს.
მამაკაცი მტკვარში მეტეხის ხიდიდან გუშინ საღამოს გადახტა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ მამაკაცი ხიდზე მარტო არ იმყოფებოდა, თუმცა, მის გვერდით მყოფმა მისი შეჩერება ვერ შეძლო და თავადაც მდინარეში ჩავარდა. მისი გადარჩენა მაშველებმა შეძლეს, მეორე მამაკაცის კი ვერა.