შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-VII განყოფილების თანამშრომლებმა შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფის ფაქტზე 17 მაისს ვაჩნაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ორ პირს: 
1991 წელს დაბადებულ ბექა ს-ს და 1982 წელს დაბადებულ ტიტალ დ-ს ბრალი 
წაუყენეს.რალდებულები  დანაშაულს აღიარებენ.გამოძიება შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფის, უკანონოდ და ძალადობით ხელის შეშლის ფაქტზე სსკ-ის 161-ე მუხლის 1-ლი ნაწილით  მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში 17 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით 
გამოძიება გრძელდება. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.