რუსეთის ავიადარტყმების შედეგად, ზაპოროჟიეს ოლქის დაბა კომიშუვახაში დაღუპულთა რაოდენობა 29-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ზაპოროჟიეს საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მიხაილო სემიკინმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ ხუთი ადამიანი, 48 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.
ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
„ტრაგედიის მასშტაბი შემზარავია. თითოეული ციფრის უკან ადამიანის სიცოცხლე დგას - ოჯახი, რომელმაც ყველაზე ძვირფასი ადამიანები დაკარგა ან ახლობლების შესახებ ამბავს ჯერ კიდევ ელოდება“, - წერს სემიკინი.
შეგახსენებთ, გუშინ, 2 ნოემბერს რუსეთმა დაბა კომიშუვახაში ჰუმანიტარულ ცენტრზე იერიში მიიტანა.