ამერიკელები საპლანეტთაშორისო ექსპედიციისთვის ემზადებიან. აშშ-ს კოსმოსურმა სააგენტომ NASA-მ 125 ათასი დოლარი 3D-პრინტერის შესაკვეთად გამოყო, რითაც სამომავლოდ საკვებს დაბეჭდავს.
NASA-მ შეკვეთა Systems & Materials Research Corporation -ის მთავარ ინჟინერს უკვე მისცა.
აღსანიშნავია, რომ 3D-პრინტერის რამდენიმე მოდელი კომპანიას უკვე გამოშვებული ქონდა, თუმცა უშუალოდ საკვებ პროდუქტებზე ორიენტირებულ პრინტერებზე მუშაობა კომპანიას პირველად უწევს.
წინასწარი ინფორმაციით პრინტერი მზა საკვებს დაბეჭდავს და რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ფხვინილის სახით იქნება შენახული. კატრიჯმა 30 წელი უნდა იმუშაოს, რათა მშრალი საკვები დიდ ხნის განმავლობაში, ექსპედიციის დასრულებამდე იყოს შენახული.