შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა რუსთავში, ახმეტელის ქუჩაზე, 1976 წელს დაბადებული ბადრი შ. დამამძიმებელ გარემოებაში  განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულმა დღეს, დაახლოებით18:30 საათზე,  საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას,  საკუთარი მშობლები - 1942 წელს დაბადებული  თამარ ქ. და 1940 წელს დაბადებული ანზორ მ. დანით სასიკვდილოდ დაჭრა. მრავლობითი ჭრილობების შედეგად ცოლ-ქმარი ადგილზე გარდაიცვალა. მშობლების  მკვლელობის მიზეზს ბადრი შ. ამ ეტაპზე  არ ასახელებს. გამოძიება დაწყებულია დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის   ფაქტზე (სსსკ-ის 109-ე მუხლის „ა" პუნქტით, რაც 10-დან 20 წლამდე ან უვადო  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას შინაგან საქმეთა 
სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს.