,,ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში სარჩელს ხვალ, 24 მაისს  შეიტანენ. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ვანო მერაბიშვიის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა, ისინი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. 
,,ჩვენ გავასაჩივრებთ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და მოვითხოვთ აღმკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის  გაუქმებას", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ჩივიაშვილმა. 
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის  საქალაქო სასამართლომ ვანო მერაბიშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ,,ნაციონალური მოძრაობის' გენერალური მდივანი ამ ეტაპზე ე.წ.  მატროსოვის ციხეში იმყოფება.