დიდი ოდენობით ყალბი ფულის  გასაღების ფაქტზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანაშრომლებმა,   საქართველოს მოქალაქე გუსეინ გაჯიევი და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ისმაილ ქურდოღლი დააკავეს. 
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირებმა, 6 900 აშშ დოლარის ყალბი კუპიურა  4 500  აშშ დოლარად გაასაღეს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212 - ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას 7 - დან 10 წლამდე ითვალისწინებს.
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები