საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, „იაკობ გოგოებაშვილის სახლ - მუზეუმის" დირექტორი, მიხეილ გოგებაშვილი და მოქალაქე აკაკი მაისურაძე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მ. გოგებაშვილმა ყალბი ცნობის და ყალბი ხელშეკრულების დამზადების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 750 ლარი აიღო.
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
მასალის გამოყენების პირობები