ცოცხებით შეიარაღებული პოლიტპატიმრები და რიგითი ქუთაისელები, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს შესვლის უფლებას არ აძლევენ. მათი განცხადებით, საპარალემენტო უმცირესობის ლიდერებს არა აქვთ უფლება დაესწრონ თავისუფალი სასამართლოს პროცესს.
„ჩვენ არ მივცემთ უფლებას ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს დაესწრონ სასამართლო პროცესს, ესენი არიან ადამიანები რომლებმაც 9 წლის განმავლობაში გაანადგურეს და დაამხეს ქვეყანა", - განაცხადა უფლებადამცველმა ფიქრია სანიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმის სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთშიო დაიწყება.