ტულაში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დავით ქურასბედიანი დააკავეს. 44 წლის ქურასბედიანს კრიმინალურ სამყაროში "ჭუტო ხონსკი"-ს ან "ჭუტალა"-ს ხედმეტსახელად იცნობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, "კანონიერი ქურდი" მის მიერ მიგრაციული კანონმდებლობის დარღვევის გამო დააკავეს.
ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, დავით ქურასბედიანი ქურდად 2001 წელს საქართველოში, პატიმრობაში "აკურხეს". რუსეთში 9 წლიანი პატიმრობის მისჯის შემდეგ სასჯელის ბოლომდე მოხდისათვის ის საქართველოში გადაიყვანეს. 2004 წელს ქურასბედიანი ე.წ. უდოთი გათავისუფლდა და მოსკოვში დაბრუნდა. იქ იგი ჰეროინის უკანონო შენახვისათვის კვლავ დააპატიმრეს და 3 წელი მიუსაჯეს.
ქურასბედიანი 2010 წელს გათავისუფლდა და ამ დრომდე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებოდა. ე.წ. კანონიერ ქურდს ახლა დეპორტაცია ელის.
მასალის გამოყენების პირობები