აფხაზი სეპარატისტები, სოხუმის ცენტრში მდებარე ე.წ. გამარჯვების პარკში გათხრების ჩატარებას და ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა ამოუცნობი ცხედრების ექსგუმაციას აპირებენ. აღნიშნულ ღონისძიებას ისინი საერთაშორისო წითელი ჯვრის ორგამიზაციასთან ერთად ჩაატარებენ. ინფორმაციას ამის შესაცებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სეპარატისტთა ე.წ. პრემიერმა ლეონიდ ლაკერბაიამ წეთელი ჯვრის მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრა უკვე გამართა, რომელზეც გადაწყდა, რომ ე.წ. გამარჯვების პარკში ამოუცნობი ნარჩენების ექსგუმაციის პროცესი მიმდინარე წლის ივლისის შუა რიცხვებისათვის განხორციელდება.
ამას გარდა, შეხვედრაზე ასევე მიიღეს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ 22 მაისს ამ პარკში მიწის პატარა მონაკვეთი გაიხსნება, იმისათვის რათა დადგინდეს წყლის დონე რამდენად არის ხელსაყრელი მომავალში ექსგუმაციის სამუშაოების გასაგრძელებლად.
მასალის გამოყენების პირობები