შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით, უკანონო, ფარული ჩანაწერების არქივი ერთ კვირაში განადგურდება.
როგორც იზორიამ ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, პროცესი საზოგადოების აქტიური ჩართულობით განხორციელდება.
"თუმცა, შს მინისტრმა განაცხადა და მეც ვამბობ, რომ უახლოეს პერიოდში, დაახლოებით ერთ კვირაში, საზოგადოების ჩართულობით, უკანონო ჩანაწერების განადგურება მოხდება", - აცხადებს იზორია.
მასალის გამოყენების პირობები