ბარისახოსთან დაკარგული მოზარდის ძებნა გრძელდება. ახალგაზრდას სამაშველო ჯგუფი ადგილობრივებთან და სასაზღვრო პოლიციელებთან ერთად ეძებს.
22 წლის ოთარ ლაზაშვილი კახეთიდანაა. ბარისახოს სიახლოვეს მთაში ის მწყემსად იყო ჩამოსული.
ადგილობრივების თქმით, შესაძლოა, ბიჭი მდინარეში ჩავარდნილიყო. გრძელდება ყველა სავარაუდო ადგილის გადამოწმება, სადაც ახალგაზრდას, შესაძლოა, გაევლო.