პოლიციელის დღის აღნიშვნა შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კარალეთის სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ბაზაზე დაიწყო. 
შსს-ს ინფორმაცით, მინისტრმა 2008 წლის ომში დაღუპულ შსს-ს თანამშრომელთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. ირაკლი ღარიბაშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისათვის შსს-ს თანამშრომლები დააჯილდოვა. 
შს სამინისტროს მედლებით „განსაკუთრებული დამსახურებისათვის" შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 11 თანამშრომელი დაჯილოვდა.