რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე, ეკლესიის ავტორიტეტი არამიზნობრივად იქნა გამოყენებული.
მისივე თქმით, ყველა მოძალადის - ანაფორა აცვია თუ არა მას, პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.
"გუშინ რაც მოხდა არის სამარცხვინო ფაქტი, მიუღებელი, დაუშვებელი. ჩემი აზრით, პოლიციამ მაქსიმალური გააკეთა რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, როგორც მოუვიდა 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, რომ პოლიცია არ იყო მზად, რომ მერია იქნებოდა პროვოკატორი. ერთადერთი პოლიციას მე როგორც მინისტრმა შეიძლება შენიშვნა მივცე, რომ უნდა ებრძოლონ დანაშაულს და არა დამნაშავეებს და როდესაც ხედავ ანაფორაში კაცს, რომელიც ძალადობს, ის არის ისეთივე დამნავე, როგორც სხვა, მოძალადე. როგორც მერმა თავის დროზე შეცდომაში შეყვანა პოლიციელები და პროვიკაციაზე წაიყვანა, სამწუხაროდ ზოგიერთი სამღვდელო პირიც ასე მოიქცა", _ აცხადებს ზაქარეიშვილი და აღნიშნავს, რომ ავტოტორიტეტი ეკლესიისა გამოენებულ იქნა არამიზნობრივად და პოლიცია ამისათვის მზად არ აღმოჩნდა.
"მომავალში უკვე ეცოდინებათ, როგორ მოეპყრან მერს რომელიც კანონს არღვევს და როგორ უნდა მოეპყრან სამღვდელო პირს, რომელიც ასევე კანონს არღვევს. ცალსახად და მკაფიოდ ყოველი მოძალადის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც არ უნდა იყოს ის და რაც არ უნდა ეცვას მას ტანზე", _ აცხადებს ზაქარეიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები