საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია რუსთაველის გამზირზე გუშინ მომხდარ აქციის დარბევის ფაქტს ეხმაურება და სტატუსს "ფეიბუქის" საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. ცოტნე გამსახურდიას სტატუსს გთავაზობთ უცვლელად:
"მთელი დღეა ვუყურებ, ვაკვირდები მოვლენებს... ჩემი მეგობრები და სრულიად ფბ საზოგადოება ძირითადად ორ ნაწილადაა გაყოფილი: რადიკალ-კონსერვატორებად და ულტრა-ლიბერალებად. ყველა - არა,მაგრამ ეს ორი პოზიცია მაინც დომინანტურია...ვფიქრობდი, გამეკეთებინა თუ არა კომენტარი საერთოდ.
არცერთ პოზიციას არ ვემხრობი, და საკმაოდ არაპოპულარული იქნება ჩემი აზრი. არ ვარ საჯარო პოლიტიკოსი და რომც ვიყო არ დავმალავდი მას, მაგრად მკიდია ვისაც არ მოეწონება! მაგრად მეკიდა მეინსტრიმი, როცა 2006-7 წლებში არ ვზიარებდი სვეცკების ნაცებით აღფრთოვანებას! როცა არ მომწონდა და არ მომწონს მამაჩემის დოგმატური რიტორიკა ეროვნულ-რელიგიურ თემებზე! როცა პირველი პატიმარი ვიყავი, ვინც ამხილა ახალაიას შექმნილი წამების სისტემა ( წმინდა მამები მაშინ ახალაიას და მის ოჯახს ლოცავდნენ!)...არ მომწონს და არ მიმაჩნია სწორად საქართველოს მსგავს ქვეყანაში ჰომოსექსუალიზმის რეკლამა და გეი-პარადები, მაგრამ არც მათთვის სიცოცხლის და გამოჩენის აკრძალვას ვიზიარებ! არ მომწონს არასამთავრობოები და მინისტრები, რომლებიც მხოლოდ ამ პოპულარულ და სარფიან თემაზე აკომენტებენ და არ ახსოვთ ათასობით დაჩაგრული ადამიანი, ვინც სამართლიანობის აღდგენას ელოდება; მაგრამ არც ის ავადმყოფი, ბნელი სუფრისტები მომწონს, ვისთვისაც არასამთავრობო და კუდიანი სინონიმებია... და კიდევ: როდესაც რამდენიმე ასეული გონებადაბნელებული ყ**, რომელსაც საკუთარი პოზიციის ახსნაც არ შეუძლია, მისდევს ერთ საცოდავ ლგბტ-ს ბნელი ინსტინქტებით შეპყრობილი (მაგრამ ნაკურთხი), ჩემს თანაგრძნობას დევნილი ადამიანი იმსახურებს! ვისაც არ მოსწონს, იხილოს ზემოთ. დოგმები და შეგონებები მაგრად მკიდია!" - აცხადებს ცოტნე გამსახურდია..