"მეუფე იაკობის გამონათქვამების კლასიფიკაცია შეიძლება ცალსახად, როგოც ძალადობისკენ წაქეზება", _ განაცხადა უფლებადამცველმა თამარ გურჩიანმა გადაცემა "აქცენტებში" მეუფე იაკობის ქადაგების კომენტირებისას.
"არავინ არ სარგებლობს იმუნიტეტით. ყველა მოძღვარი, რომელიც დღეს აქციაზე იმყოფებოდა და ჩადიოდა ძალადობრივ აქტებს მათ უნდა დაეკისროთ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, სიძულვილით მოტივირებული ძალადობის წაქეზებისაკენ და ასევე ამ ძალადობაში მონაწილეობისათვის.
რაც შეეხება იმას რადაც მეუფე ბრძანებს, ძალიან დიდი გულისტკივილით უნდა ავღნიშნო ის, რომ მე როგორც მოქალაქეს არ მიმიწვდებოდა ხელი ციხეებზე, მე როგორც მოქალაქეს არ მქონდა უფლება შევსულიყავი ციხეებში და მე არ მაბარებდნენ აღსარებას ადამიანები, რომლებსაც აუპატიურებდნენ და ღირსებას ულახავდნენ. მათ ჰქონდათ ხელმისაწვდომობა და მე არ მინახავს ასეთი ორგანიზებული აქცია სასულიერო ლიდერების მიერ ადამიანების ღირსების შელახვის ფაქტებზე", _ აცხადებს გურჩიანი და აღნიშნავს, რომ როდესაც ასეთი განცხადებები კეთდება სასულიერო პირების მხრიდან "ძალიან ვთხოვ უბრლოდ მათ, რომ დაუფიქრდნენ რას ამბობენ და ნუ ატკენენ გულს ათასობით ადამიანების ოჯახებს, რომელთა ოჯახის წევრებიც იყვნენ წამების მსხვერპლნი ციხეებში".
" რაც შეეხება იმას, რომ ეს არის უცხოეთიდან თავს მოხვეული და საქართველოს პრეზიდენტიც საუბრობდა საერთაშორისო იმიჯზე, რომელსაც სამწუხაროდ არც მისი მთავრობა არ უფრთხილდებოდა, რომ მას ჰქონდეს დღეს მორალური უფლება ამაზე საუბრისა, კი ბატონო მე მოგიყვანთ ბევრ მაგალითს როდესაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ზუსტად ასეთ საქმეებზე რაც დღეს თბილისში ხდებოდა უკვე გამოიტანა გადაწყვეტილება და თქვა, რომ ეს იყო ჩარევა ადამიანების შეკრებისა და მანიფესტაციების გამოხატვის თავისუფლებაში, ასევე დისკრიმინაციის, აკრძალვის სტანდარტი დაირღვა და ა.შ. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამას ან სასულიერო ლიდერებისთვის ან საქართველოს მოსახლეობისთვის", _ აცხადებს გურჩიანი.