ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცები ქაშვეთის ეკლესიაში გამართული სამოქალაქო პანაშვიდი შემდეგ გვიან ღამით საკუთარ სახლებში გადაასვენეს. სერჟანტი ზვიად დავითაძე სამტრედიის რაინის სოფელ კვირიკეთში, კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში, ხოლო კაპრალი ვლადიმერ შანავა წალენჯიხაში.
ჯარისკაცებს მომავალ კვირას სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
შეგახსენებთ, რომ ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროების ბაზაზე 13 მაისს, აქამდე ყველაზე მასშტაბური ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა. ძლიერი აფეთქების შედეგად ტერორისტთა 5-კაციანი ჯგუფი ბაზაზე შეიჭრა. ქართველმა სამხედროებმა თავდასხმა მოიგერიეს და ყველა ტერორისტი ადგილზე გაანადგურეს. შეტევის მოგერიებისას დაიღუპნენ კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე, უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა.