ჰოფობიის საწინააღმდეგო დღესთან დაკავშირებით, დღეს, 17 მაისს, ორგანიზაცია „იდენტობის" მიერ ორგანიზებულ აქციას საზოგადოების ერთი ნაწილი გააპროსტესტებს.ძველი პარლამენტის შენობის წინ დაგეგმილი აქცია-ფლეშმობის პარალელურად, პირველ საჯარო სკოლასთან მეორე აქცია ჩატარდება, რომელსაც ყოფილი პატიმარი გიორგი გაბედავა გაუწევს ორგანიზებას.
გიორგი გაბედავას თქმით, აქცია სოციალური ქსელ "Facebook"-ით დაიგეგმა და მასში მონაწილეობას სწორედ სოციალური ქსელის მომხმარებლები მიღებენ. გაბედავას თქმით, აქციას შეურთდებიან სასულიერო პირებიც და ეკლესიის მრევლი. მისი ინფორმაციით, მათ მიერ დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან მომღერლებიც, თუმცა მათ ვინაობას გაბედავა არ აკონკრეტებს.
„იდენტობის" საწინააღმდეგო აქცია ფილარმონიასთან 11:00 საათზე დაიწყება და გადაინაცვლებს პირველ სკოლასთან. გაბედავა აქციაზე ათასობით ადამიანს ელოდება, რომლებიც მისი თქმით, ზნეობის დასაცავად მზად არიან.
რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებს, გაბედავას თქმით, ის შსს-ს დღეს სპეციალურიდ განცხადებით მიმართავს, რომლითაც სთხოვს ორი აქციის მონაწილეებს შორის კორიდორის გაკეთებას. გაბედავა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას პოლიციას აკისრებს.
ყოფილი პოლიტპატიმარი მოუწოდებს ყველას ვინც 13:00 საათისთვის ავტომობილით გადაადგილდება პროტესტი „იდენტობის" აქციის მიმართ სიგნალებით გამოხატონ.
„ამ სიგნალების რა აქციას ჩაატარებენ, მაგას ვნახავთ" - აცხადებს გაბედავა.
შეგახსენებთ, რომ 17 მაისს ორგანიზაცია „იდენტობა" გეგმავს მშვიდობიან აქციას ჰოფობიის საწინააღმდეგო საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. აქცია ძველი პარლამენტის შენობის წინ, 13:00 საათზე დაიწყება და 20 წუთს გასტანს.
მასალის გამოყენების პირობები