თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის ყოფილი შენობის წინ, სასულიერო პირები და რიგითი მოქალაქეები არიან შეკრებილნი. მათ წუხანდელი ღამე პარლამენტის შენობის წინ გაატარეს. გვიან ღამით სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს.
ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, ასევე იყოფება საპატრულო პოლიციაც.
პარლამენტის წინ შკრებილი სასულიერო პირები და მოქალაქეების ერთი ჯგუფი ჰომოფობიის და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ აქციას აპროტესტებენ.
როგორც აქცის მონაწილე მოქალაქებმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადეს, მათ დილიდან მრავალი ადამიანი შეუერთდება.
პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეთა ერთ ჯგუფს გაშლილი აქვს ტრანსპარანტი "ჰომოსექსუალიზმი ერის გენოციდია".
დეკანოზ თეოდორ გიგანაძის განცხადებით, სექსულურ უმცირესობათა ინტერესს არავინ ლახავს და ისინი ჩვეულებრივად ცხოვრობენ.
"აქვთ უფლება ჰქონდეთ სამსახური, ისწავლონ, არავინ არ ებრძვის და არ ლახავს. მაგრამ ადამიანმა თავისი სექსუალური მიდრეკილებები ასე წარმოაჩინოს და პროპაგანდა გაწიოს და მით უფრო თუ ეს პროპაგანდა ეხება არაჯანმრთელ მდგომარეობას, რა თქმა უნდა, საზოგადოება ამაზე უარს იტყვის", - აცხადებს დეკანოზი თეოდორ გიგანაძე.