შსს-ს თბილისის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გიორგი და გოჩა ჯ-ები ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის დააკავეს.
სამართალდამცველებმა გიორგი ჯ-ს პირადი ჩხრეკისას - „ნაგანი"-ს ტიპის რევოლვერი და 7 საბრძოლო ვაზნა, ხოლო გოჩა ჯ-ს პირადი ჩხრეკისას - „მაკაროვი"-ს სისტემის რევოლვერი და 8 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით, რაც 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
მასალის გამოყენების პირობები