,,სასამართლო ხელისუფლება, ალბათ ერთადერთი ხელისუფლებაა სადაც ქალებისა და მამაკაცების თანაფარდობა თანაბარია", -განაცხადა ჟურნალისტებთან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა, რომელიც ,,რადისონში" მიმდინარე კონფერენციას ,,გენდერი და სასამართლო" ესწრება. 
,,თითქმის ქალების 48% მუშაობს სასამართლო სისტემაში. უფრო მეტს გეტყვით 2005 წლის შემდეგ, როცა სასამართლო რეფორმა დავიწყეთ და  დღეისათვის 177 ახლადდანიშნული მოსამართლე მუშაობს, მათ შორის 85 არის ქალბატონი და 92 მამაკაცი.", _განაცხადა კუბლაშვილმა.