თბილისსა და მოსკოვს შორის დაწყებულმა დიალოგმა არ უნდა შექმნას შთაბეჭდილება, რომ საქართველო დამოუკიდებლად აგვარებს რუსეთთან ურთიერთობას და აღარ საჭიროებს პარტნიორების მხარდაჭერას,
- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო „ქორთიართ მერიოტში" ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ორგანიზებით
მიმდინარე „როუზ-როს"-ის
83-ე
სემინარზე.
"გვჯერა,
რომ საქართველოს ევროპული და
ევროალანტიკური ინტეგრაცია მისცემს ჩვენს
ქვეყანას გაცილებით
დიდ შესაძლებლობებს,
ააშენოს დემოკრატიული ინსტიტუტები, უზრუნველყოს თავისუფლება და უსაფრთხოება, ასევე მისცემს
მას საშუალებას დაიმკვიდროს საკუთარი
ადგილი ევროპულ
ოჯახში. ეს
სასარგებლო იქნება
არა მხოლოდ
საქართველოსათვის, არამედ მთელი
რეგიონისათვის. ამ პროცესში ჩვენ
განვაგრძობთ არსებული
მექანიზმების - ნატო-საქართველოს კომისიისა
და წლიური
ეროვნული პროგრამის
სრულ და
ეფექტიან გამოყენებას", - განაცხადა პრემიერმა.