სამხრეთ კორეის გაერთიანებების მინისტრ კიმ ჰუნგ-სეკის განცხადებით, ოფიციალურმა სეულმა ჩრდილოეთ კორეას კესონის ინდუსტრიულ ზონასთან დაკავშირებით პრობლემების მოგვარება შესთავაზა და მოსაფიქრებლად დრო პარასკევამდე მისცა.
„ფხენიანს კესონის ინდუსტრიულ ზონასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად, დრო პარასკევამდე აქვს. თუ ჩრდილოეთ კორეა უარს იტყვის მოლაპარაკებებზე, სეულს „სერიოზული" ზომების მიღება მოუწევს" განაცხადა კიმ ჰუნგ-სეკმა.
სამხრეთ კორეის გაერთიანებების მინისტრს არ დაუკონკრეტებია, „სერიოზული" ზომების მიღებაში რას გულისხმობდა. კერსონის ინდუსტრიული ზონა ჩრდილოეთ კორეამ, სეულთან ურთიერთობის დაძაბვის შემდეგ ჩაკეტა და სამხრეთ კორეის წარმომადგენლებს ერთობლივ ინდუსტრიულ ზონაში მუშაობის უფლებას არ აძლევს.