"საქართველოს ბანკს" მომენტალურ განვადებაზე უპრეცედენტო შეთავაზება აქვს. ბანკის ინფორმაციით, ის, ვინც ისარგებლებს საქართველოს ბანკის მომენტალური განვადებით, ბანკის პარტნიორ მაღაზიებში განთავსებულ ბანკის წარმომადგენლებთან, გადაიხდის განვადების თანხის ზუსტად 4.9%-ს .
საქართველოს ბანკი მომხმარებელს სთავაზობს განვადების წერტილების ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე ფართო ქსელს და მომხმარებელზე მორგებულ, მოქნილ განვადების პირობებს. საქართველოს ბანკის განვადებით სარგებლობა შეუძლია 20 წლიდან 70 ასაკის ყველა ფიზიკურ პირს, ვისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 200 ლარს. სესხის მოცულობა განისაზღვრება 200-დან 3,000 ლარამდე, ხოლო სესხის ვადა 3-დან 24 თვემდე. საქართველოს ბანკის განვადებით სარგებლობა შესაძლებელია საქართველოს ბანკის პარტნიორ მაღაზიებში, რომელთა ჩამონათვალიც განთავსებულია ბანკის ვებგვერდზე: www.zustad.ge
მასალის გამოყენების პირობები