,,შემოსავლების სამსახური შეამოწმებს ყველა იმ საწარმოს, რომელიც გასული ცხრა წლის განმავლობაში არ მოწმდებოდა", -განაცხადა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ცეზარ ჩოჩელის მფლობელობაში არსებული კომპანიების მიმართვის კომენტირებისას.
,,ფინანსთა სამინისტროს სამსახურების შესვლა არის ჩვეულებრივი მოვლენა მსოფლიოს ყველა ბიზნესისთვის. ადამიანებს თუ რამე დანაშაული აქვთ ამას, ჩვენ შევისწავლით. თუ ყველაფერი კარგად აქვთ ბოდიშს მოუხდით და უკან გამოვალთ ", -განაცხადა ხადურმა.
შეგახსენებთ, "ბარამბოს" და იმ კომპანიების წარმომადგენლები რომელთა მეწილეც ცეზარ ჩოჩელია პრემიერს მიმართავენ დაინტერესდნენ მათი მდგომარეობით. კომპანიის წარმომადგენლები ასევე აცხადებენ, რომ მათზე ზეწოლა მიმდინარეობს.