2012 წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამდებობის პირებზე დარიცხული პრემიების მოცულობამ - 469 ათას 512 ლარი შეადგინა, ხოლო თანამშრომლებზე დარიცხული პრემიების საერთო ჯამმა 725 ათას 840 ლარი შეადგინა.
2012 წელს სამინისტროს მიერ შესყიდულია ორი ერთეული "სედანის" ტიპის ავტომანქანა "ფოლცვაგენ პასატი", თითოეულის ღირებულება 49 ათას 500 ლარს შეადგენს.
2012 წლის 1-ელი აგვისტოდან დღემდე სოფლის მეურნეობის მინისტრის ქვეყნის გარეთ განხორციელებულ სამუშაო ვიზიტებზე გაწეული სამუივლინებო ხარჯმა 10723,72 ლარი შეადგინა. ასევე ქვეყნის შიგნით გამართულ სხვადასხვა ღონისძიებაზე, სადაც ქართული აგროსასურსათო პროდუქციისა და ალკოჰოლური სასმელების პოპულარიზაცია მოხდა, დახარჯულია - 116 ათას 211 ლარი