"საქსტატის" ინფორმაციით, 2013 წლის თებერვალში 2013 წლის იანვართან შედარებით ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ სექციებზე: დამამუშავებელი მრეწველობა: მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა0,7 პროცენტით და შესაბამისად, სექციის წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში0,56 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების ზრდა დაფიქსირდა შემდეგ ქვესექციებზე: ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობა და საგამომცემლო საქმიანობა(18,0 პროცენტი), მეტალურგიული მრეწველობა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოება(1,4 პროცენტი).
სამთომოპოვებითი მრეწველობა: ფასები შემცირდა1,8 პროცენტით და შესაბამისად, სექციის წვლილმა თებერვლის თვის ინდექსის პროცენტული ცვლილების მაჩვენებელში-0,09 პროცენტული პუნქტი შეადგინა.