2013 წლის თებერვალში 2013 წლის იანვართან შედარებით სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 0,5 პროცენტით გაიზარდა. "საქსტატის" ინფორმაციით, 2012 წლის თებერვალთან შედარებით
ინდექსის ცვლილებამ 0,8 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2005 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი გაზრდილია 64 პროცენტით.
2013 წლის თებერვალში 2013 წლის იანვართან შედარებით ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ სექციებზე: დამამუშავებელი მრეწველობა: მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა0,7 პროცენტით და შესაბამისად, სექციის წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში0,56 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების ზრდა დაფიქსირდა შემდეგ ქვესექციებზე: ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობა და საგამომცემლო საქმიანობა(18,0 პროცენტი), მეტალურგიული მრეწველობა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოება(1,4 პროცენტი).
სამთომოპოვებითი მრეწველობა: ფასები შემცირდა1,8 პროცენტით და შესაბამისად, სექციის წვლილმა თებერვლის თვის ინდექსის პროცენტული ცვლილების მაჩვენებელში-0,09 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
2013 წლის თებერვალში 2012 წლის თებერვალთან შედარებით ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ სექციებზე: დამამუშავებელი მრეწველობა: მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა1,4 პროცენტით და შესაბამისად, სექციის წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების წლიურ მაჩვენებელში1,07 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების ზრდა დაფიქსირდა შემდეგ ქვესექციებზე: საკვები პროდუქტებისა(სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოება (5,5 პროცენტი); ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობა და საგამომცემლო საქმიანობა (12,6 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა მეტალურგიულ მრეწველობასა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოებაზე(6,0 პროცენტი).