13 მარტს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე გაიყიდა 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 29 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 5.400 პროცენტით, მაქსიმალური 5.450 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 5.438 პროცენტით, განისაზღვრა.