ფინანსთა მინისტრი, მენაშენეთა ასოციაციის ინიციატივის განხილვას გეგმავს, რომელიც ბინის გაქირავებისას დაწესებული საშემოსავლო გადასახადის გაუქმებას ითვალისწინებს. როგორც ნოდარ ხადურმა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, ის გეგმავს შეხვედრას მენაშენეთა ასოციაციასთან რათა ერთობლივად გაიარონ საკითხი.
"ეს იყო მენაშენეთა ასოციაციის წინადადება. ვაპირებ, რომ შევხვდე მენასენეთა ასოციაციის წარმომადგენლებს. ადამიანის მიერ მიღებული შემოსავალი ზოგადად შემოსავალია და იბეგრება, მიუხედავად იმისა, თუ ამ შემოსავალს საიდან იღებს. უნდა განვიხილოთ სისტემურად, ვნახოთ ყველა პლუსი და მინუსი, რა შეიძლება ასეთმა მიდგომამ გაკეთოს. ერთი რა მინდა ვთქვა და ვთხოვო ყველას, საგადასახადო კანონმდებლობის ინიცირებამდე, იქნებ ჩვენც გვითხრან რათა მოვემზადოთ და დავთავლოთ"- განაცხადა ხადურმა.