სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი" ერთგული მომხმარებლებისათვის ექსკლუზიურ შეთავაზებებს განაგრძობს და ცნობილი იტალიური ყველის „მოცარელას" და „ბურატას" რეალიზაციას იწყებს. წარმოების საუკუნოვანი ისტორიის მქონე ტრადიციული იტალიური ყველი „ბურატა" „მოცარელასგან" მზადდება და შუაგულში ნაღები აქვს, რაც განსაკუთრებულ სინაზესა და გემოს მატებს მას. კამეჩის რძის „მოცარელა" კი კვებითი ღირებულებით გამოირჩევა და ჯანმრთელობისათვის სასარგებლო პროტეინებსა და კალცს შეიცავს, ახალი იტალიური ყველის ფასი „სმარტში" 4.95 ლარიდან იწყება.
„მოხარული ვართ, რომ საშუალება გვაქვს „სმარტის" მომხმარებელი კვლავ გავანებივროთ ექსკლუზიური შეთავაზებებით. ცნობილი იტალიური ყველის „ბურატას" და კამეჩის რძის „მოცარელას" „სმარტში" გამოჩენა განსაკუთრებულად გაახარებს მაღალხარისხიანი ყველის მოყვარულებს. „სმარტში" 300-ზე მეტი სახეობის ყველის რეალიზაცია ხდება, შესაბამისად, „მოცარელასა" და „ბურატას" გამოჩენა დახლებზე, არჩევანის მეტ თავისუფლებას მისცემს მომხმარებელს", - აცხადებენ „სმარტში"
„სმარტი" გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. დღესდღეობით „სმარტს" 20-მდე ექსკლუზიური კონტრაქტი აქვს ევროპელ მომწოდებლებთან. ვისოლ ჯგუფმა „სმარტის" ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. „სმარტის" სუპერმარკეტები დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებს აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, რუსათაველის გამზირზე, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, კახეთის გზატკეცილზე, გუდაურში, ზუგდიდში, მარნეულში, ახალციხეში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე.
მასალის გამოყენების პირობები