1-ელ მარტს, 19:00 საათზე, ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ დარბაზში ვოკალური მუსიკის კონცერტი გაიმართება.
კონცერტში მონაწილეობენ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტები: ირინე თაბორიძე, ირინე იოსებიძე, ლიანა კალმახელიძე, მარიკა მაჩიტიძე, ელენე ჯანჯალია, გია ასათიანი, ვანო გალუაშვილი, არმაზ დარაშვილი, კახაბერ თეთვაძე, ზურაბ იაშვილი, ნიკოლოზ ლაგვილავა, ირაკლი მურჯიკნელი, ანზორ ხიდაშელი, ალექსანდრე ხომერიკი და ვახტანგ ჯაშიაშვილი.
დირიჟორი ჯანლუკა მარჩანო.
პროგრამაშია არიები და სცენები როსინის, ვერდის, ვაგნერის, პუჩინის, არაყიშვილის, ფალიაშვილის ოპერებიდან.