რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო სამინისტროს სახელი ეცვლება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენისთვის" გახდა ცნობილი, სამინისტროს ახალი სახელი იქნება - "სახელმწიფო სამინისტრო შერიგებისა და სამოქალაქო თანამშრომლობის საკითხებში".
"ჯი-ეიჩ-ენი" ჯერ კიდევ რეინტერგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს დაუკავშირდა და სამინისტროს ახალი სახელწოდების შინაარსის ახსნა-განმარტება სთხოვა. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა კონკრეტულ კითხვებზე პასუხიგსნ ტავი შეიკავა და განაცხადა: "ვადასტურებთ, რომ ვაპირებთ, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს სახელი შევუცვალოთ. მთავრობის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ორ თვეზე მეტია, პრეზიდენტთან არის გადაგზავნილი ხელმოსაწერად. ახალი სახელი უკეთ გამოხატავს აპარატის საქმიანობას, კერძოდ ორივე მიმართულებას - კონფლიქტებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებს. სახელი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული", _ განაცხადა ციხელაშვილმა.